26 მარტი, ხუთშაბათი, 2026
26 მარტი, ხუთშაბათი, 2026

სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც კათოლიკოს-პატრიარქია დაკრძალული, ხალხის ნაკადი კვლავ არ წყდება

დღეს პატრიარქის გარდაცვალებიდან მე-10 დღეა – სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც კათოლიკოს-პატრიარქია დაკრძალული, ხალხის ნაკადი არ წყდება. უწმინდესისადმი თაყვანისცემის, მადლიერებისა და სიყვარულის გამოსახატავად, მოქალაქეები სიონის საპატრიარქო ტაძარში, ილია მეორის საფლავთან ყოველდღიურად, განუწყვეტლივ იკრიბებიან.

ყოველდღიურად აღესრულება ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. სიონის ტაძარი ყოველდღე, დილიდან საღამომდე, მრევლისთვის ღიაა. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს კურთხევით, პანაშვიდები 40 დღის განმავლობაში უწყვეტად გაგრძელდება.

საფლავთან ჯერ კიდევ გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მრევლი დროებით ვერ შეძლებს საფლავთან ახლოს მისვლას და შეხებას, თუმცა მათ შეუძლიათ კათოლიკოს-პატრიარქის შემოსაზღვრული საფლავი ნახონ.

საქართველომ კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მისი სურვილის თანახმად, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები