25 მარტი, ოთხშაბათი, 2026
25 მარტი, ოთხშაბათი, 2026

ისრაელმა თეირანზე დარტყმების ახალი ტალღა დაიწყო

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის დედაქალაქ თეირანში დარტყმების ახალი ტალღა დაიწყეს, რომლის სამიზნეც „ირანის ტერორისტული რეჟიმის ინფრასტრუქტურაა“, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მანამდე, გამოცემამ, ქალაქში მყოფ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეირანის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებში აფეთქებების ხმები ისმოდა.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანმა ქვეყნის მიმართულებით რაკეტები ისროლა.

„თავდაცვითი სისტემები საფრთხის მოსააგერიებლად მოქმედებენ“, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში და მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები