დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანელებს მოლაპარაკება სურთ და თეირანის წარმომადგენლებთან სატელეფონო საუბარი დააანონსა. ტრამპმა ასევე თქვა, რომ ირანი, შესაძლოა, მშვიდობის სანაცვლოდ, ბირთვული იარაღის პროგრამის შეწყვეტას დათანხმდეს.
მისი თქმით, ამერიკა და ირანი ომის დასასრულებლად 15 პუნქტს განიხილავენ, სადაც ირანის მიერ ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით დათმობაზე წასვლა „პირველ, მეორე და მესამე პუნქტებად“ არის დასახელებული.
„ხვალ, მათი დროით დილით მათი ყველაზე დიდი ელექტროსადგურის აფეთქებას ვაპირებდით, რომლის აშენებაც 10 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდა. ეს ძალიან კარგი ობიექტი იყო. ერთი დარტყმით გაქრებოდა, ჩამოინგრეოდა. რატომ უნდა უნდოდეთ ეს? ამიტომ დაგვირეკეს, მე არ დამირეკავს, მათ დამირეკეს. მათ სურთ შეთანხმება. ჩვენც მზად ვართ შეთანხმებისთვის. ეს უნდა იყოს კარგი შეთანხმება, აღარ იყოს ომები და აღარ იყოს ბირთვული იარაღი. მათ აღარ ექნებათ ბირთვული იარაღი. ისინი ამას ეთანხმებიან. ამ საკითხზე თუ არ იქნება შეთანხმება, საერთოდ არ იქნება გარიგება“, – განაცხადა ტრამპმა.









