გამოცემა Politico დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირში მნიშვნელოვან საკითხებს სულ უფრო ხშირად ბუდაპეშტის გარეშე განიხილავენ . ამის მიზეზი კი შიშია, რომ უნგრეთის ხელისუფლებამ შესაძლოა კონფიდენციალური ინფორმაცია მოსკოვს გადასცეს.
გამოცემა წერს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა ხშირად ხდება არა 27-ვე წევრი ქვეყნის მონაწილეობით, არამედ ვიწრო წრეებში. მაგალითად: E3 (გერმანია, საფრანგეთი, იტალია), „ვეიმარის სამკუთხედი“ (გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი), NB8 (ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის 8 ქვეყანა) და სხვა.
მანამდე The Washington Post-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ამტკიცებს, რომ უნგრეთის კავშირები რუსეთთან იმაზე მჭიდროა, ვიდრე ეგონათ. მათი ინფორმაციით, საგარეო უნგრეთის საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს პირდაპირ ევროკავშირის სამიტების შესვენებების დროსაც კი უკავშირდებოდა და მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.
ბუდაპეშტში მოსკოვთან მსგავს კავშირებს უარყოფენ. ევროპულ საქმეთა მინისტრმა, იანოშ ბოკამ, ამ პუბლიკაციებს „ფეიკ ნიუსი“ უწოდა, რომლის მიზანიც 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებისთვის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანის რეიტინგის დაწევაა.









