20 მარტი, პარასკევი, 2026
20 მარტი, პარასკევი, 2026

მარკო რუბიო: ჩვენ ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

სახელმწიფო მდივანი ხაზს უსვამს პატრიარქის განსაკუთრებულ როლს ქვეყნის ისტორიაში.

„ჩვენ ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს, ისევე როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს. მისი სულიერი წინამძღოლობა და წარუშლელი მემკვიდრეობა მომავალ თაობებს დაამახსოვრდებათ. მშვიდობით განისვენოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

The New York Times: პატრიარქი...