კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო უმკაცრესად გმობს ირანის თავდასხმებს საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე ენერგეტიკულ ობიექტებზე, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დარტყმები საერთაშორისო სამართლის პრინციპების აშკარა დარღვევაა და სერიოზულ საფრთხეს უქმნის გლობალური ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.
უწყება ხაზს უსვამს, რომ მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ „ირანის სასტიკმა აგრესიამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა“ და რომ აუცილებელია რეგიონში სიტუაციის დეესკალაცია „რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის აღსადგენად“.
“საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ირანის სასტიკმა თავდასხმებმა რეგიონის ქვეყნებზე ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა მშვიდობიანი მოსახლეობის, სამოქალაქო ობიექტებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების მიზანში ამოღებით. სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს კატარის სახელმწიფოს სრულ სოლიდარობას მოძმე ერების მიმართ და მხარდაჭერას ყველა იმ ზომის მიმართ, რომელსაც ისინი იღებენ მათი სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად”, – აღნიშნულია განცხადებაში.
მანადმე, კატარის ბუნებრივი აირის ობიექტზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანის სამხედრო და უსაფრთხოების ატაშეები, თანამშრომლებთან ერთად, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და მათ ქვეყნის 24 საათის განმავლობაში დატოვება მოსთხოვა.









