საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, კირაკოს დავთიანი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
როგორც ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანი აღნიშნავს, ილია მეორის ცხოვრების მთელი გზა, მისი თავდადება ეკლესიის, სულიერი მსახურების, თავისი ხალხისა და მთელი კაცობრიობის მიმართ, წარუშლელი ასოებით ჩაიწერა სულიერი ცხოვრების ისტორიის ფურცლებზე.
„სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ქართველი ხალხისა და საქართველოს მთელი მოსახლეობის მიმართ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-ის ცხოვრების მთელი გზა, მისი თავდადება ეკლესიის, სულიერი მსახურების, თავისი ხალხისა და მთელი კაცობრიობის მიმართ, წარუშლელი ასოებით ჩაიწერა სულიერი ცხოვრების ისტორიის ფურცლებზე.
მისი სახელი სამუდამოდ დარჩება როგორც ერის სულიერი მამისა და ქართველი ხალხის ხსნის სიმბოლო.
საქართველოს სომეხთა ეპარქია, ეპარქიის წინამძღვრის – მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ხელმძღვანელობით, აღავლენს ლოცვას ღმერთისადმი, რათა განსვენებულის სული ღირსი გახადოს მისი ზეციური ნათლისა“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.









