18 მარტი, ოთხშაბათი, 2026
18 მარტი, ოთხშაბათი, 2026

თეა წულუკიანი: ისღა დაგვრჩენია, ერის მამის წასვლის შედეგად თითოეულ ქართველზე დაკისრებულ მძიმე პასუხისმგებლობებს თვალი ღირსეულად გავუსწოროთ და დიდი პატრიარქის საქმე და ხსოვნა წმინდად შევუნახოთ მომავალ თაობებს – სხვაგვარად არც გვეკადრება, მტერიც გვიყურებს და მოყვარეც

ვუსამძიმრებ ჩვენს სამშობლოს და ჩვენს ეკლესიას თავსდატეხილ უბედურებასა და განსაცდელს… გისამძიმრებთ ყველას! – წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თეა წულუკიანი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ერის მამის წასვლის შედეგად დაკისრებულ მძიმე პასუხისმგებლობას, თითოეულმა ქართველმა ღირსეულად უნდა გაუსწოროს თვალი, უწმინდესისა და უნეტარესის საქმე და ხსოვნა კი წმინდად შეუნახოს მომავალ თაობებს.

“ვუსამძიმრებ ჩვენს სამშობლოს და ჩვენს ეკლესიას თავსდატეხილ უბედურებასა და განსაცდელს… გისამძიმრებთ ყველას!
ისღა დაგვრჩენია, ერის მამის წასვლის შედეგად თითოეულ ქართველზე დაკისრებულ მძიმე პასუხისმგებლობებს თვალი ღირსეულად და დინჯად გავუსწოროთ, მისი სახელი არ შევარცხვინოთ და დიდი პატრიარქის საქმე და ხსოვნა წმინდად შევუნახოთ მომავალ თაობებს. სხვაგვარად არც გვეკადრება.

მტერიც გვიყურებს და მოყვარეც… დიდია ინტერესი იმის თაობაზე, თუ ვინ ვართ ჩვენ მის გარეშე. ვიქნებით ისევ, თუ არ ვიქნებით. აუცილებლად ვიქნებით და ვიქნებით ისე, როგორც გვიბარებდა კიდეც!

მადლობა, ძვირფასო უწმინდესო, ყველაფრისთვის! უსხივო დღე გათენდა და უარესად დაღამდა!” – წერს თეა წულუკიანი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები