ბოლო დროს აშშ-ის ნაბიჯებს ვერ ვიგებთ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.
კაია კალასის განცხადებით, დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებიდან ერთი წლის შემდეგ ევროკავშირი აშშ-ის არაპროგნოზირებად ქცევას ითვალისწინებს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ აშშ-ის მოკავშირეები ვართ, მაგრამ ბოლო დროს მათ ნაბიჯებს ვერ ვიგებთ. ვფიქრობ, ერთი წლის შემდეგ სიტყვა, რომელიც მხედველობაში უნდა მივიღოთ, არის არაპროგნოზირებადობა. ამიტომ, ახლა მშვიდად ვართ, რადგან ველით, რომ არაპროგნოზირებადი რამ ყოველთვის მოხდება“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
ასევე, კალასმა ისრაელსა და აშშ-ს ირანთან ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
„ევროკავშირი მზად არის დიპლომატიური გზით მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიყვანოს და ომის დასრულებას ხელი შეუწყოს. რეგიონის სახელმწიფოებთან კონსულტაციებს ვაწარმოებთ, რათა ამ ვითარებიდან გამოსასვლელად მხარეებს ისეთი წინადადებები წარვუდგინოთ, რომ მათ ავტორიტეტი შეინარჩუნონ“, – აღნიშნა კალასმა.









