Financial Times: უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები ძალას კარგავს, რადგან ტრამპის ყურადღება ირანზე გადადის

უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შენელდა და შესაძლოა კიევისთვის „კატასტროფად“ გადაიქცეს, – იტყობინება Financial Times-ი ოთხ ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით.

მათი თქმით, აშშ-ის პრიორიტეტი ახლა ირანის ომია და მოლაპარაკებების პროცესი „საფრთხის ზონაში“ მოექცა. „უკრაინასთან დაკავშირებული სამშვიდობო მოლაპარაკებები ქრება, რადგან ტრამპის ყურადღება ირანზე გადადის“, – აღნიშნავს გამოცემა.

ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა სიტუაციას ევროპისა და უკრაინისთვის „კატასტროფა“ უწოდა“.

FT-ის წყაროების თქმით, ნავთობის ფასების ზრდა მოსკოვის სასარგებლოდ მოქმედებს, ხოლო აშშ-ის უარი რუსეთის ნავთობის ინდუსტრიაზე ახალი შეზღუდვების დაწესებაზე რუსეთზე ზეწოლას კიდევ უფრო ამცირებს.

„აშშ-ის პრეზიდენტი აღარ არის ორიენტირებული ვლადიმერ პუტინზე ზეწოლაზე”, – ამბობენ ევროპელი ოფიციალური პირები. ამ ფონზე, მოლაპარაკებები ფაქტობრივად „ძალას კარგავს“ და ახალი რაუნდი ჯერ არ არის დაგეგმილი“, – ასკვნის ავტორი.

სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი 17-18 თებერვალს, ჟენევაში გაიმართა. მორიგი რაუნდი, რომელიც 5 მარტს აბუ-დაბიში უნდა ჩატარებულიყო, ირანზე აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების გამო გადაიდო, ახალი თარიღი და ადგილი კი ჯერჯერობით არ გამოცხადებულა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დღეს ყირგიზეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების...

ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მიწვევით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში იმყოფება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება,...