15 მარტი, კვირა, 2026
15 მარტი, კვირა, 2026

ყაზახეთში კონსტიტუციის შეცვლის საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს – ცვლილებებს შორისაა ყაზახეთის კონსტიტუციის უპირობო უპირატესობა საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებებზე, ქორწინების განსაზღვრა როგორც მამაკაცისა და ქალის ნებაყოფლობითი კავშირი და საპროტესტო აქციების შეზღუდვა, თუ ისინი უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ მორალს ემუქრება

ყაზახეთში, ახალი კონსტიტუციის მიღების საკითხზე დღეს დილიდან რეფერენდუმი მიმდინარეობს.

ბიულეტენში მხოლოდ ერთი შეკითხვაა: ეთანხმებიან თუ არა მოქალაქეები ახალ კონსტიტუციას, რომელიც 2026 წლის 12 თებერვალს გამოქვეყნდა.

ახალი კონსტიტუციის პროექტი მოქმედი კონსტიტუციის მთლიანი ტექსტის დაახლოებით 40%-ს ცვლის, საიდანაც თითქმის 70% ეხება ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთობის სისტემას.

როგორც ცნობილია, მთავარი ცვლილებები ეხება სახელმწიფო მართვის სისტემას: ორპალატიანი პარლამენტის ნაცვლად შემოდის ერთპალატიანი ყურულთაი, რომლის 145 დეპუტატი პარტიული სიებით უნდა აირჩეს ხუთი წლის ვადით. რაც შეეხება მოქმედ შერეულ საარჩევნო სისტემას, ის გაუქმდება.

აღსანიშნავია, რომ სხვა შეთავაზებულ სიახლეებს შორისაა: ყაზახეთის კონსტიტუციის უპირობო უპირატესობა საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებებზე; ქორწინების განსაზღვრა, როგორც მამაკაცისა და ქალის ნებაყოფლობითი კავშირი; საპროტესტო აქციების შეზღუდვა იმ შემთხვევაში, თუ ისინი საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ მორალს ემუქრება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები