აშშ-ის მთავრობამ რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაყიდვაზე დაწესებული აკრძალვა 11 აპრილამდე მოხსნა

აშშ-ის მთავრობამ რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაყიდვაზე დაწესებული აკრძალვა 11 აპრილამდე მოხსნა. ინფორმაციას აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

საუბარია იმ ნავთობზე, რომელიც 12 მარტის მდგომარეობით გემებზეა დატვირთული და სარეალიზაციოდ არის გამზადებული.

ბესენტის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „მსოფლიოს ენერგეტიკულ ბარზებზე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და დაბალი ფასების შესანარჩუნებლად“ მიიღო.

მისი თქმით, სანქციების დროებითი მოხსნა რუსეთის მთავრობას ხელშესახებ შემოსავალს არ მოუტანს. აშშ-ის ხაზინის მდივნის განმარტებით, ნავთობზე ფასის ზრდა არის „მოკლევადიანი და დროებითი შეფერხება“.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ბერა ივანიშვილის უფლებადამცველმა ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „TVპირველის“ წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი...

ბერა ივანიშვილი მის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე ითხოვს „ფორმულამ“ და „TV პირველმა“ უარყონ დეზინფორმაცია და სამართლებრივი გზით აგონ პასუხი გავრცელებულ ბრალდებებზე, რომელსაც რეალობასთან კავშირი არ...