მთავარი არ არის რეზოლუციის საკითხი. მთავარია მისი მიღება პარტია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობა არ არის ზუსტად ისეთი, როგორსაც ევროკავშირი ისურვებდა საქართველოსთვის, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ „ქრონიკასთან” ინტერვიუში.
მისივე თქმით, ეს უკვე მეცხრე რეზოლუციაა საქართველოს შესახებ ბოლო პერიოდის განმავლობაში.
„იცით, ამ პერიოდში თითოეულ პლენარულ სესიაზე საჭიროდ მიიჩნევა რეზოლუციის მიღება საქართველოს წინააღმდეგ. მიზეზი დიდად მნიშვნელოვანი არ არის – ყოველ ჯერზე ახალ მიზეზს პოულობენ.
არ ვიცი, იცით თუ არა, მაგრამ ეს უკვე მეცხრე რეზოლუციაა საქართველოს შესახებ ბოლო პერიოდის განმავლობაში. ამჯერად საქმე ეხება პოლიტიკოსის საქმეს. სიმართლე რომ ვთქვა, ამას კარგად ვერ ვიგებ, რადგან, გულწრფელად, მას ჯერ კიდევ არ აქვს გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილება. თუ მას სურს თავისუფლებაზე ყოფნა, შეუძლია გადაიხადოს გონივრული გირაო.
როგორც ხედავთ, აქ მთავარი არ არის თავად საკითხი. მთავარი არის რეზოლუციის მიღება პარტია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. რატომ? იმიტომ, რომ რეალურად თქვენი მთავრობა და თქვენი საპარლამენტო უმრავლესობა არ არის ზუსტად ისეთი, როგორსაც ევროკავშირი ისურვებდა საქართველოსთვის. ამიტომ, ეს უბრალოდ არის ქმედება თქვენი მთავრობის წინააღმდეგ, მისი დესტაბილიზაციის მიზნით. სულ ეს არის“, – აღნიშნა მარიანიმ.









