შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩზე – ბატონი პეტერის შემთხვევაში, როგორც ჩანს, დასაშვებია ჯერ სიცრუით მანიპულაცია, შემდეგ კი სიმართლის არშემჩნევა – წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი კი დაირღვა, მაგრამ პატიოსნებამ რა დააშავა?!

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სოციალურ ქსელში ევროკომისიის მხრიდან, ყულევის პორტის სანქციების მე-20 პაკეტიდან ამოღების შესახებ ინფორმაციას ეხმიანება და წერს, რომ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი არც ამ შემთხვევაში მოიხდის ბოდიშს.

„საყოველთაოდ ცნობილი გერმანული პატიოსნება, ასეთ დროს, ბოდიშის მოხდას გულისხმობს. მაგრამ ბატონი პეტერის შემთხვევაში, როგორც ჩანს, დასაშვებია ჯერ სიცრუით მანიპულაცია, შემდეგ კი სიმართლის არშემჩნევა.

წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი კი დაირღვა, მაგრამ პატიოსნებამ რა დააშავა?!”- წერს პაპუაშვილი და პეტერ ფიშერის განცხადებებს აზიარებს.

ცნობისთვის, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიყვანა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გურამ მაჭარაშვილი: ის, რაც ევრობიუროკრატიის მხრიდან საქართველოს მიმართ ხდება, ორმაგი სტანდარტიც...

„მაკრონი, საფრანგეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ ამბობენ, რომ თურმე, საფრანგეთში ძალადობა მიუღებელია; მერცი ამბობს, რომ გერმანიაში ძალადობა მიუღებელია. უკაცრავად, საქართველოში რატომ არის მისაღები ძალადობა?!“ -...