10 მარტი, სამშაბათი, 2026
10 მარტი, სამშაბათი, 2026

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველო რეგიონში სამოგზაუროდ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საკუთარი მოქალაქეებისთვის საერთაშორისო მოგზაურობის განახლებული რეკომენდაციების გვერდი აამოქმედა, რომელიც მოიცავს გლობალურ ინტერაქციულ რუკას.

მსოფლიოს ქვეყნები დაყოფილია ოთხდონიან სისტემად, რომელიც მოგზაურებს შესაძლო რისკების შესახებ აწვდის ინფორმაციას.

ინტერაქციული რუკის მეშვეობით ვიგებთ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით მოქმედებს საფრთხის პირველი დონე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში მოგზაურობა უსაფრთხოა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, საქართველოში მოგზაურობისას სიფრთხილის ჩვეულებრივ ზომებს მიმართონ.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში საფრთხის მეორე დონე მოქმედებს, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნულ ქვეყნებში არის მომატებული რისკის მქონე ზონები.

რუსეთში, უკრაინასა და ბელარუსში საფრთხის მეოთხე დონეა გამოცხადებული. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს არ იმოგზაურონ ამ ქვეყნებში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები