მთავრობის ადმინისტრაცია: ზურაბ მახარაძემ გაავრცელა ინფორმაცია ბაზალეთის ტბის მიმდებარედ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მიწის შესყიდვის შესახებ, ნაკვეთი 2006 წელს მთავრობამ გადასცა საზოგადოებრივ მაუწყებელს

სატელევიზიო დებატების დროს, გადაცემის ერთ-ერთმა მონაწილემ, ზურაბ მახარაძემ გაავრცელა ინფორმაცია ბაზალეთის ტბის მიმდებარედ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მიწის შესყიდვის შესახებ, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებაში.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, მიწის ნაკვეთი 2006 წელს საქართველოს მთავრობამ საკუთრებაში გადასცა საზოგადოებრივ მაუწყებელს.

„გასულ შაბათს გამართული სატელევიზიო დებატების დროს, გადაცემის ერთ-ერთმა მონაწილემ, ზურაბ მახარაძემ გაავრცელა ინფორმაცია ბაზალეთის ტბის მიმდებარედ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მიწის შესყიდვის შესახებ.

თემის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს განვმარტოთ, რომ აღნიშნული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2006 წელს საქართველოს მთავრობამ საკუთრებაში გადასცა საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელმაც, თავის მხრივ, მიწის ნაკვეთი 2007 წელს გაასხვისა შპს „სწავლების ცენტრზე“, რომლის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი იყო მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის, კახა ბენდუქიძის მიერ დაფუძნებული კომპანია ააიპ „ცოდნის ფონდი“. კერძო მესაკუთრემ მიწის ნაკვეთი 2019 წლის 18 დეკემბერს გაასხვისა შპს „იორკთაუერზე“, რომელსაც ამჟამად შპს „იორკ ჰოლდინგ გრუპი“ ეწოდება და რომლის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი ეგვიპტის მოქალაქეა“ , – აღნიშნულია განცხადებაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გურამ მაჭარაშვილი: ის, რაც ევრობიუროკრატიის მხრიდან საქართველოს მიმართ ხდება, ორმაგი სტანდარტიც...

„მაკრონი, საფრანგეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ ამბობენ, რომ თურმე, საფრანგეთში ძალადობა მიუღებელია; მერცი ამბობს, რომ გერმანიაში ძალადობა მიუღებელია. უკაცრავად, საქართველოში რატომ არის მისაღები ძალადობა?!“ -...