იმედია ამჯერად მაინც გვექნება ინფორმაცია, რას ხმარდება, კონკრეტულად რომელ ორგანიზაციას და რა თანხა იხარჯება საქართველოში, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა „ქრონიკასთან“.
დეპუტატი პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის მთავრობის მიმართ კითხვით მიმართვას გამოეხმაურა.
„ჩვენი შეფასებით, ყველა პასუხისმგებლობიანი პარტია, რომელიც პატივს სცემს მოსახლეობას და ამომრჩეველს, უნდა დაინტერესდეს იმით, თუ რაში იხარჯება მათი გადასახადების გადამხდელთა ფული. დაველოდებით პასუხს. წინა შემთხვევაში, გერმანიის მთავრობისგან პასუხი ვნახეთ რაც იყო – მცდელობა დაემალათ ინფორმაცია, იმედია ამჯერად მაინც გვექნება ინფორმაცია, რას ხმარდება, კონკრეტულად რომელ ორგანიზაციას და რა თანხა იხარჯება საქართველოში“, – აღნიშნა მახაშვილმა.
პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის მთავრობას კითხვებით მიმართავს, მათ შორის კითხვები ეხება საქართველოსაც. პარტია კონკრეტულ მტკიცებულებებს ითხოვს იმის შესახებ, თუ რა ყალბი ამბები გაავრცელა საქართველომ ევროკავშირისა და გერმანიის შესახებ. პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ინტერესდება იმითაც, თუ რა პროექტებს აფინანსებს გერმანიის მთავრობა საქართველოში, რატომ არ ასაჯაროებს ამ ინფორმაციას და არის თუ არა ეს სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა.









