10 მარტი, სამშაბათი, 2026
10 მარტი, სამშაბათი, 2026

კახიშვილის განცხადებით, ევრობიუროკრატთა აშკარა ტენდენციურობა აძლიერებს ქართველი ხალხის სოლიდარობას ხელისუფლების მიმართ

„ისრაელსა და ირანს შორის სრულმასშტაბიანი ომის პარალელურად, უკვე დარტყმების სამიზნეა გაერთიანებული არაბთა საემიროები, საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, ქუვეითი…

ევრო-ბიუროკრატებს არანაირი რესურსი არ აქვთ რომელიმე მხარეს განცხადებების დონეზეც კი რაიმე გაუბედონ. ამერიკასა და ისრაელს რომ ვერაფერს უბედავენ, ეს ცხადია და გასაგებია, ირანისაც ეშინიათ, რომ საპასუხო დარტყმები არ მიიღონ და გამოსავალი იპოვეს. თურმე, მთელი ევროპული ხელფასები, რომელიც ევრო-ბიუროკრატიას ერიცხება მხოლოდ იმას ხმარდება, რომ საქართველოსთვის მოიცალონ. ისიც გასაგებია, რომ უკრაინა გაანადგურეს და ვეღარ ეხმარებიან, რუსეთს დიდად ვერაფერს აკლებენ და ამიტომ რაღა დარჩათ? ერთი პატარა საქართველო, რომელსაც უნდა აჩვენონ, თუ როგორი მკაცრია მათი პოლიტიკა.

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია რაღაც ნაწილს არ მოსწონდეს საქართველოს მოქმედი ხელისუფლება, ასეთი უაზრო და უსაფუძვლო დარტყმების შედეგად, (ვგულისხმობ დიპლომატიურ დარტყმებს) ისინი უფრო აძლიერებენ სოლიდარობას ხელისუფლების მიმართ და საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენენ.

ასეთი აშკარა ტენდენციურობა და სამმაგი სტანდარტები იწვევს კონსოლიდაციას,“- წერს კახა კახიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები