10 მარტი, სამშაბათი, 2026
10 მარტი, სამშაბათი, 2026

ქართველიშვილი: კანდელაკს “აახიეს” კომპიუტერი, რომელსაც ნაცები თვითონ ეძახიან სიცრუის მანქანას, თარგამაძე თანაგუნდელებს საუბრებს უწერს, მას ვიღაცამ ჩანაწერი მოპარა – მაგარი ნამუშევარია, სუს-ს დააბრალებენ, მაგრამ შეიძლება არც სუს-მა უარყოს

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, ბოლო დღეებში გიორგი კანდელაკის ირგვლივ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ რამდენიმე გარემოება იკვეთება: კანდელაკს კომპიუტერი “აახიეს”, მის კომპიუტერს “ნაცები” თვითონ ეძახიან სიცრუის მანქანას, თარგამაძე თანაგუნდელების საუბრებს იწერს და მას ვიღაცამ ტელეფონიდან ჩანაწერი მოპარა.

ქართველიშვილის შეფასებით, ბოლოს შეიძლება განვითარებული მოვლენები სუს-ს დაბრალდეს და არც სუს-მა უარყოს.

„ ოთხი რაღაც გავიგეთ:
1. კანდელაკს კომპიუტერი აახიეს
2. კანდელაკის კომპიუტერს ნაცები თვითონ ეძახიან სიცრუის მანქანას
3. თარგამაძე თანაგუნდელებს საუბრებს უწერს
4. თარგამაძეს ვიღაცამ ტელეფონიდან (ან კომპიდან) ჩანაწერი მოპარა.
მაგარი ნამუშევარია, სუს-ს დააბრალებენ, მაგრამ შეიძლება არც სუს-მა უარყოს.“ – წერს ქართველიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები