ევროკავშირში მძიმე ორშაბათი გათენდა. ევროკავშირის საცავებში გაზის დონე 30%-ზე დაბალია, მისი საორიენტაციო ფასები კი ბოლო ერთ წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. ევროკავშირის თხევადი ბუნებრივი აირის მთავარმა მიმწოდებელმა QatarEnergy-მ ახლახან დახურა მსოფლიოში ყველაზე დიდი წარმოების ობიექტი, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, სოციალურ ქსელში წერს.
მეტრეველის განცხადებით, ევროკავშირში გაზის ფასი 60 %-ით გაიზარდა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გამო, მისივე თქმით ევროკაშირს შეუძლია უფრო მეტად დაეყრდნოს ამერიკულ თხევად გაზსს, რომელიც 40 მილიარდი დოლარით უფრო ძვირი დაუჯდება.
„ევროკავშირში მძიმე ორშაბათი გათენდა
ევროკავშირის საცავებში გაზის დონე 30%-ზე დაბალია, მისი საორიენტაციო ფასები კი ბოლო ერთ წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. ევროკავშირის თხევადი ბუნებრივი აირის მთავარმა მიმწოდებელმა QatarEnergy-მ ახლახან დახურა მსოფლიოში ყველაზე დიდი წარმოების ობიექტი.
ევროკავშირში გაზის ფასი 60%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანთან ომი დაიწყეს. სიტუაცია კატასტროფულს ჰგავს და კრიზისის უმტკივნეულოდ მოგვარების შანსები ძალიან მცირეა.
QatarEnergy-მ, არა მხოლოდ შეაჩერა თხევადი ბუნებრივი აირის წარმოება, ასევე გამოაცხადა ფორსმაჟორული მდგომარეობა. რაც გასაგებ ენაზე იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირმა საერთოდ არ იცის მათი ეკონომიკის მდგრადი განვითარების მთავარი არტერია რა დროით ჩაიკეტა.
რა თქმა უნდა, ევროკავშირს ყოველთვის შეუძლია უფრო მეტად დაეყრდნოს ამერიკულ თხევად გაზს. სავარაუოდ, მას სწორედ ამის გაკეთება მოუწევს. თუმცა, ამასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა არსებობს და პრობლემა ფასშია. ექსპერტების სიღრმისეული ანალიზის მიხედვით: მძიმე კრიზისში მყოფ ევროკავშირს ამერიკული გაზით ცხოვრების გაგრძელება კიდევ 40 მილიარდი დოლარით ძვირი დაუჯდება.
გაგრძელება აუცილებლად იქნება.“- წერს ნიკოლოზ მეტრეველი.









