სამწუხაროდ უკრაინა გამოიყენეს როგორც მარიონეტი სახელმწიფო, შესაწირი პაიკი რაღაც გეოპოლიტიკურ თამაშში და ამას ადასტურებს ეს [ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის] განცხადება, – განაცხადა ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
დეპუტატი გამოეხმაურა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომ „ახლა, დროის მოგების მიზნით, უკრაინა ევროკავშირს უფრო სჭირდება, ვიდრე უკრაინას ევროკავშირი“.
„სამწუხაროდ უკრაინა გამოიყენეს როგორც მარიონეტი სახელმწიფო, შესაწირი პაიკი რაღაც გეოპოლიტიკურ თამაშში და ამას ადასტურებს ეს [ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის] განცხადება. მანამდეც ვიხილეთ ასეთი ტიპის განცხადება პოლონეთის მაღალჩინოსნების, დანიის პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომ თითქოს უკრაინა მათთვის დროის მოგების საშუალებაა.
სამწუხაროდ ისინი ზუსტად იმავე სცენარს გეგმავდნენ საქართველოსთვისაც. რუსეთისთვის უფრო რთული იქნებოდა ორ ფრონტზე ყოფილიყო გაშლილი საბრძოლო მოქმედებები და აქედან გამომდინარე იყო ის წნეხი და ზეწოლა ჩვენზე, რომ „მეორე ფრონტი“ გაგვეხსნა და უფრო დაგვემძიმებინა რუსეთისთვის მდგომარეობა“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.









