24 თებერვალი, სამშაბათი, 2026
24 თებერვალი, სამშაბათი, 2026

თორნიკე ჭეიშვილი: მიხეილ სააკაშვილი თავზარდაცემულია იმით, რომ არის გარკვეული პოზიტიური იმპულსები და საიმედო პროგნოზი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განახლებასთან დაკავშირებით

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი მიხეილ სააკაშვილის სტატიას გამოეხმაურა, რომელიც გამოცემა „ჰილში“ გამოქვეყნდა.

მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ნაცად მეთოდს მიმართა, რითაც სიყალბისა და დეზინფორმაციის ტირაჟირების გზით ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განახლების პროცესისთვის ჩრდილის მიყენებას ცდილობს.

„ფაქტია, რომ ის [მიხეილ სააკაშვილი] არის თავზარდაცემული იმ ამბით, რომ არის გარკვეული პოზიტიური იმპულსები და საიმედო პროგნოზი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განახლებასთან დაკავშირებით. მან მიმართა ნაცად მეთოდს, რომელიც გულისხმობს იმას, რომ სიყალბის, დეზინფორმაციის ტირაჟირების გზით, როგორმე ჩრდილი მიაყენოს აღნიშნულ პროცესს. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ძალიან კარგად იციან კოლექტიური „ნაცმოძრაობის”, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის სახე და დარწმუნებული ვარ მათ ძალიან კარგად ახსოვთ სააკაშვილის განცხადებები, კრიტიკა და ის უსირცხვილო ბრალდებები, რომელიც მათი მხრიდან ისმოდა“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.

გამოცემა „ჰილში“ მიხეილ სააკაშვილის სტატია გამოქვეყნდა, სადაც პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტი წერს, რომ ვაშინგტონის ბოლოდროინდელი ნაბიჯები ურთიერთობის ნორმალიზებისკენ შესაძლოა ცუდი ამბავი იყოს როგორც საქართველოსთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

GB News: კირ სტარმერს ბრალს...