24 თებერვალი, სამშაბათი, 2026
24 თებერვალი, სამშაბათი, 2026

ზურაბ ქადაგიძე: ისტორიული ცინიზმი: ტელეკომპანია „იმედი“ მეორედ ისჯება. პირველად – 2007 წელს, როცა სააკაშვილმა სპეცრაზმით დაარბია და მაშინდელმა ევროპელმა ბიუროკრატებმა „გაუპრავეს“ დადღეს – მეორედ, რადგან „იმედმა“ გაბედა და ხალხს ბორის ჯონსონის მიერ ჩაშლილი უკრაინული მშვიდობის ფასი და დანგრეული ქვეყანა აჩვენა

„ეს სანქცია არა ტელევიზიების, არამედ ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის წინააღმდეგაა,“ – ასე აფასებს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან „იმედისა“ და „POSTV“-ის დასანქცირებას.

როგორც ქადაგიძე წერს, გასაკვირია, როცა საქართველოს მორალს უკითხავს ქვეყანა, რომელმაც სამშვიდობო შეთანხმების ჩაშლით უკრაინა ომისა და ნგრევისთვის გაიმეტა.

„როცა ომის გამღვივებლები მორალს გვიკითხავენ! ბრიტანეთის მთავრობამ „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა. მიზეზი მარტივია – მათ სიმართლის თქმა გაბედეს.

ისტორიული ცინიზმი: ტელეკომპანია „იმედი“ მეორედ ისჯება. პირველად – 2007 წელს, როცა სააკაშვილმა სპეცრაზმით დაარბია და მაშინდელმა ევროპელმა ბიუროკრატებმა „გაუპრავეს“. დღეს – მეორედ, რადგან „იმედმა“ გაბედა და ხალხს ბორის ჯონსონის მიერ ჩაშლილი უკრაინული მშვიდობის ფასი და დანგრეული ქვეყანა აჩვენა.

ვინ გვიკითხავს მორალს? ქვეყანა, რომლის პრემიერმაც ხელი ჰკრა სამშვიდობო შეთანხმებას და უკრაინა ომისთვის, ნგრევისთვის, სისხლისღვრისთვის გაწირა, დღეს ქართულ მედიას „დეზინფორმაციაში“ ადანაშაულებს.

მათთვის „დეზინფორმაცია“ ის სიმართლეა, რომელიც მათ ომის პოლიტიკას ამხელს.

P.S. ეს სანქცია არა ტელევიზიების, არამედ ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის წინააღმდეგაა,“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

GB News: კირ სტარმერს ბრალს...