თბილისის საქალაქო სასამართლომ საბოტაჟის საქმეზე პარტია „ახლის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ასევე, გვარამიას პასპორტი და პირადობის მოწმობა ჩამოერთვა.
ამავე საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო უკვე შეფარდებული ჰქონდათ გიორგი ვაშაძესა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ასევე მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, რომელთაც სასამართლომ თითოეულს აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის გირაოს გადახდა დააკისრა.
პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 6 ნოემბერს დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს – საბოტაჟს, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.









