საბოტაჟის და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმის პროცესი დასრულდა. მანამდე მოსამართლის გადაწყვეტილებით სხდომა დაიხურა. ამის მიზეზი გახდა ხმაური.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლო პროცესები ამ საქმეზე მომავალშიც დახურული იქნება. საქმეზე რვა პოლიტიკოსია ბრალდებული. სხდომის დახურვამდე მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა გიორგი ბარამიძე, რომელმაც მოსამართლის პროცედურული კითხვა გააპროტესტა. სასამართლოს უკრაინულ ენაზე მიმართა მიხეილ სააკაშვილმა, რაზეც მოსამართლემ მიუთითა, რომ სამართალწარმოება ქართულ ენაზე მიმდინარეობს.
„როგორც უკრაინის მოქალაქე და უკრაინელი პატრიოტი, მე მინდა ამ თემაზე ვისაუბრო უკრაინულად და შემდეგ გადავალ ქართულზე. უცხო ქვეყნის მოქალაქე ვარ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.









