სუს-ის მიერ სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად, 13 სისხლის სამართლის საქმეზე, დაკავებული 29 ადამიანიდან ნაწილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად, 13 სისხლის სამართლის საქმეზე, დაკავებული 29 ადამიანიდან ნაწილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ნაწილი ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული. დაკავებულებს შორის უცხო ქვეყნის ორი მოქალაქეა.

ისინი ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენის მცდელობისას, ქუთაისში დააკავეს.

ორივე დუმილის უფლებით სარგებლობს.

ცნობისთვის, სუს-მა ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენის მცდელობისას უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა. ბოლო დღე-ნახევარში კი 13 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია 29 პირი

ავტორი:

ბოლო სიახლეები

პრემიერი: Cipriani-ის შემოსვლა ქვეყანაში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო არის საიმედო...

ასეთი მასშტაბის ბრენდის შემოსვლა ქვეყანაში, სტუმარმასპინძლობისა და პრემიუმ კლასის უძრავი ქონების განვითარების ახალ თამასას აწესებს, ამავდროულად, ეს ინვესტიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო არის...