21 თებერვალი, შაბათი, 2026
21 თებერვალი, შაბათი, 2026

ტრამპი პეკინს 31 მარტიდან 2 აპრილამდე პერიოდში ეწვევა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პეკინს 31 მარტიდან 2 აპრილამდე პერიოდში ეწვევა. ინფორმაცია ამის შესახებ პარასკევს თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა დაადასტურა.

მოსალოდნელია, რომ განსახილველ მთავარ საკითხებს შორის ორმხრივი ტარიფები და ტაივანი იქნება.

ვიზიტის ფარგლებში ტრამპი თავის ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს შეხვდება. მოსალოდნელია, რომ მხარეები განიხილავენ გასულ წელს ორ მთავრობას შორის მიღწეული „ზავის“ გაგრძელების საკითხს, რათა თავიდან აიცილონ ორმხრივი ტარიფების მკვეთრი ესკალაცია.

ორი ლიდერი პეკინში შეხვედრაზე გასულ ოქტომბერს, ბუსანში (სამხრეთ კორეა) გამართული ბოლო პირისპირ საუბრისას შეთანხმდა.

ამ შეხვედრის შემდეგ, ლიდერებმა ამ თვის დასაწყისში ტელეფონით კვლავ ისაუბრეს. ვიზიტი იმავე დღეს დადასტურდა, როდესაც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა გლობალური ტარიფების უდიდესი ნაწილი, რომლებიც ტრამპმა გასულ წელს მსოფლიოს ქვეყნებს დაუწესა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები