გვარამია/ჯაფარიძის კოალიცია დაიშალა – გირჩის წევრებმა ჩატები დატოვეს

Prime Time – ისთვის ექსკლუზიურად ხდება ცნობილი, რომ კოალიცია “ახალი/გირჩი/დროა” დაიშალა. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ზურა ჯაფარიძემ და მისი პარტიის წევრებმა საერთო ჩატები დატოვეს და კოალიციური კომუნიკაცია სრულად გაწყვიტეს.

ციტატა: “ბიძინა დაჟე მდინარაძით ახერხებს ტიპებთან როვნად დალაგდეს და ჩვენ დავალებასაც ვერ ვასრულებთ ერთად რომ ვიყოთ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით” – ვერც ამ არგუმენტმა შეძლო ერთობის შენარჩუნება, – ჰყვება წყარო.

ჯაფარიძე ვარაუდობს, რომ “ქართული ოცნება” საგარეო ურთიერთობებშიც მოახერხებს თავისი გაიტანოს, რაც ავტომატურად რადარებიდან მათ საბოლოო გაქრობას გამოიწვევს და გვარამიასთან ერთობის შესახებ დავალებების შესრულებაზეც უარს ამბობს.

წყაროს ინფორმაციით კოალიციის დაშლის შემდეგ პარტიის ლიდერები პანიკურ მდგომარეობაში არიან და მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი გარდაიცვალა

კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ახლობლები ავრცელებენ. ნუნუ დუღაშვილმა 1959 წელს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა. 1959-1962წწ. მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" დოკუმენტური ფილმების...