14 თებერვალი, შაბათი, 2026
14 თებერვალი, შაბათი, 2026

ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიცია შფოთავს ყველაფერზე, რაც კი შეიძლება, საქართველოსთვის სასიკეთო იყოს, მათ შორის, იმაზე, რომ აშშ-თან ჩვენი განცხადებული პოლიტიკა გადატვირთვასთან დაკავშირებით შეიძლება, ნაბიჯ-ნაბიჯ რეალიზდეს

ოპოზიციის შფოთვის მიზეზი სწორედ ეს არის, რომ საქართველო უნდა იყოს იზოლირებული, საქართველო უნდა იყოს დასანქცირებული, საქართველოში ეკონომიკა არ უნდა ვითარდებოდეს, – განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

მან კომენტარი აშშ-ში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე გააკეთა.

„ოპოზიცია შფოთავს ყველაფერზე, რაც კი შეიძლება, საქართველოსთვის სასიკეთო იყოს. მათ შორის, აშშ-თან ჩვენი განცხადებული პოლიტიკა გადატვირთვასთან დაკავშირებით შეიძლება, ნაბიჯ-ნაბიჯ რეალიზდეს. ამიტომ შფოთავს ოპოზიცია. სხვა მიზეზი მის შფოთვას არ გააჩნია. პირიქით, პროამერიკული, პროევროპული ოპოზიცია წესით, უნდა მიესალმებოდეს.

მათი შფოთვის მიზეზი სწორედ ეს არის, რომ საქართველო უნდა იყოს იზოლირებული, საქართველო უნდა იყოს დასანქცირებული, საქართველოში ეკონომიკა არ უნდა ვითარდებოდეს, რომ ამ ნეგატივის ფონზე იქნებ, როგორმე, ხალხში უკმაყოფილება იყოს და მათი აუხდენელი ოცნებები ახდეს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ვის შეხვდა სუს-ის უფროსი ამერიკის შეერთებულ შტატებში და რა იყო განხილვის თემა – საკითხი ოპოზიციის მხრიდან გააქტიურდა. ამბობენ, რომ მამუკა მდინარაძე შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორს ტულსი გაბარდს შეხვდა.

სუს-ის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი 7-10 თებერვალს, თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი –...