4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ირაკლი ქადაგიშვილი ესტონეთის ელჩის სომხეთში გადაყვანაზე: ესტონეთის ხელისუფლების პოლიტიკა არის უმწიფარი და ამის ნათელი გამოხატულებაა ეს ნაბიჯი

ირაკლი ქადაგიშვილი მედიასთან, ესტონეთის მიერ საკუთარი ელჩის საქართველოდან სომხეთში გადაყვანას გამოეხმაურა. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ესტონეთის ხელისუფლების პოლიტიკას უმწიფარს უწოდებს.

„ესტონეთის ხელისუფლების პოლიტიკა არის უმწიფარი და ამის ნათელი გამოხატულებაა ეს ნაბიჯი. ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, როცა ხუხულაში ჰყავთ დარეგისტრირებული ე.წ. არასამთავრობოები და რითაც აკრძალული გზებით ცდილობენ საქართველოში პოლიტიკური ფულის შემოტანას. ეს ჩვენ ვამხილეთ და ერთი რაც მათ შეძლეს, ელჩის რეზიდენცია საქართველოდან სომხეთში გადაიტანეს“,- აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

როგორც ცნობილია, ესტონეთს საქართველოდან ელჩი სომხეთში გადაჰყავს, თბილისში კი დროებით რწმუნებულს ტოვებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.