14 თებერვალი, შაბათი, 2026
14 თებერვალი, შაბათი, 2026

ბოჭორიშვილი ჩარევებთან დაკავშირებით ბრიტანეთის გადაწყვეტილებაზე: ევროპაში არაერთხელ უმსჯელიათ ამ საკითხზე, თუმცა, როდესაც საქმე ეხება საქართველოს, ვხედავთ სხვაგვარ მიდგომას – ყველას შეუძლია, ისარგებლოს საქართველოს გამოცდილებით

ევროპაში არაერთხელ უმსჯელიათ ამ საკითხზე, თუმცა, როდესაც საქმე ეხება საქართველოს, უკვე ცხადად ვხედავთ სულ სხვაგვარ მიდგომას, მაშინ, როდესაც გამჭვირვალობა იქცევა დემოკრატიის უკუსვლის წინაპირობად, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უცხოურ ჩარევებთან დაკავშირებით ბრიტანეთის გადაწყვეტილების შეფასებისას.

მაკა ბოჭორიშვილი აღნიშნავს, რომ ამგვარი მიდგომა ორმაგი სტანდარტია.

„ეს არის ორმაგი სტანდარტი და არასამართლიანი დამოკიდებულება, რომელიც გამოიყენება საქართველოსთან მიმართებაში.
ყველას შეუძლია, ისარგებლოს საქართველოს გამოცდილებით. ჩვენ გავაკეთეთ ერთი რამ – როდესაც დავინახეთ პრობლემა და ამას ვაკეთებთ ახლაც, შევეცადეთ, ლეგიტიმურად, კანონიერად მოგვეხდინა რეაგირება და შეგვექმნა ის საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემდა კანონის ფარგლებში დავუპირისპირდეთ უცხოურ ჩარევებს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ წარადგინა ახალი წესები, რომლებიც ასახულია „ხალხის წარმომადგენლობის შესახებ“ კანონპროექტში, რათა უზრუნველყოს მეტი გამჭვირვალობა და უსაფრთხოება პოლიტიკური შემოწირულობების გარშემო.

აღნიშნულთან დაკავშირებით დემოკრატიის საკითხებში ბრიტანეთის მინისტრმა განაცხადა: „მკაცრ ზომებს მივიღებთ მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს დააშინოს დემოკრატიულ პროცესებში მონაწილე ადამიანები და უკანონო უცხოური ფულით ძირი გამოუთხაროს ჩვენს არჩევნებს“.

ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანმა კი თქვა: „კანონპროექტი „ხალხის წარმომადგენლობის შესახებ“ დაიცავს ჩვენს დემოკრატიას უცხოური ჩარევისგან – არ დავუშვებთ, რომ გამოიყენონ „ბინძური ფული“ ჩვენი არჩევნების საყიდლად“.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი –...