რესპუბლიკელი კონგრესმენის, ანა პაულინა ლუნას განცხადებით, ევროკავშირი ხშირად სჯის იმ სახელმწიფოებს, რომლებიც მის პოლიტიკურ ხაზს გადაუხვევენ.
მისი თქმით, ევროკავშირისგან თავის დაღწევის და როგორც ევროპული ქვეყნების, ისე მსოფლიოს სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტის აღდგენის დროა.
“ევროპული ერები იმსახურებენ მათი სუვერენიტეტის პატივისცემას, თუმცა ევროკავშირი ხშირად სჯის იმ ქვეყნებს, რომლებიც მის პოლიტიკას არღვევენ. დროა, ევროკავშირს თავი დავაღწიოთ და სუვერენიტეტი აღვუდგინოთ ცალკეულ ერებს, როგორც ევროპაში, ასევე მთელ მსოფლიოში.” -წერს კონგრესმენი X-ზე.
https://x.com/RepLuna/status/2021368561420369963









