21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024
21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

გიორგი გასვიანი: ბლიც-ინტერვიუ საკუთარ თავთან

გიორგი გასვიანი არის  ტელე-წამყვანი და მსახიობი და გახლავთ  სოხუმიდან

მაღიზიანებს – უაზრო პათეტიკა;

ვგრძნობ – ქვეტექსტებს;

მეშინია – გველის;

ვიცი – რომ იღბლიანი ვარ, განგება, სამყარო არასდროს მღალატობს როცა ვინარჩუნებ რწმენას;

არ ვიცი – რა არის გარდაცვალების შემდეგ. სულ ვფიქრობ რა განზომილებაა… მეფიქრება მუდმივად;

შემიძლია – ვიქონიო გავლენა ადამიანებზე, შევცალო დამყაყბული რეალობა, ფარდა ავხადო სიმართლეს და გავიზიარო სხვისი ტკივილი;

არ შემიძლია  – დიდხანს ლოდინი, კომფორმიზმი, უსამართლობის „გატარება“;

ვმეგობრობ – განურჩევლად;

ვაპატიებ – იმას, ვინც მიყვარს;

ვტირი – უფრო ფილმების და სპექტაკლების ყურებისას;

ვიცინი  – ხმამაღლა, გულით…

ვეძებ – საკუთარ პროფესიაში ახალ გზებს;

ღირსი ვარ – ვუყვარდე, მენდობოდნენ;

ვჩხუბობ – სამართლიანად, სიმართლისთვის, ღირსებისთვის;

ვკარგავ – მაშინ, როდესაც ისინი მკარგავენ ;

მშურს – მტკიცე ნებისყოფის;

ვემალები – დროს, რომ არ გამასწროს;

ვემტერები – ცილისმწამებლებს, მოძალადეებს, უფლებების შემლახავთ;

მაინტერესებს – ადამიანის ფსიქიკა, აზრი, ფიქრი, ქცევა და ამ ყველაფრის მთავარი მამოძრავებელი;

არ მაინტერესებს – სხვისი პირადი საკითხები, ფეხბურთი და უაზრო ქეიფები;

მახსოვს – როგორ შეიცვალა ცხოვრება და ადამიანები, როცა ომი დაიწყო;

მრცხვენია – როცა ვხვდები, რომ შეცდომა დავუშვი;

უარვყოფ– უახლოეს მეგობრებზე მოყოლილ ცუდ ამბებს;

ვავადმყოფობ – მაგრამ შემიძლია თვითგანკურნება;

ვმალავ – ნაკლოვანებებს;

ვინახავ – ძველ საინტერესო ნივთებს, ფოტოებს, აფიშებს, სურათებს, ვიდეოს;

მწამს – ღმერთის, და ღმერთი მწამს ადამიანებში, სამყაროში;

მიკვირს – ცილისმწამებლების;

მიხარია – გამარჯვება ;
ვჭორაობ – სამზარეულოში… 🙂

ვდარდობ – როცა ვინმე ჩემთან შეცდომას ჩადის და უკან დასახევ გზას აღარ იტოვებს;

ვამაყობ – რომ ვარ დამოუკიდებელი;

ვაკეთებ – იმას რაც მსურს;

ვეფერები – ცხოველებს;

მსიამოვნებს – როდესაც ვარ ყურადღების ცენტრში და ვარ ლიდერის პოზიციაში;

მესიზმრება – ხშირად და ბევრი სიზმარი მიხდება;

ვეხმარები – განსაკუთრებით მოხუცებს;

ვეწევი – თამბაქოს;

მწყინს – როდესაც ზურგს უკან ჩემი ნათქვამის ინტერპრეტირება ხდება ბოროტად;

ვხარჯავ – ადამიანურად, იმენს, რამდენიც მაქვს;

ვღალატობ – უაზრო ტრადიციებს;

ვკამათობ – თუკი აქვს აზრი;

ვუხეშობ – ფამილიარებთან;

ვუსმენ – ყველა მხარეს;

ვყოყმანობ – როდესაც ვიღლები;

ვკითხულობ – წიგნებს, ფეისბუქის პოსტებს და ნიუსებს… 🙂

ვამზადებ – რევოლუციას 🙂 კერძებს 🙂

ვუყურებ – საინტერესო სერიალებს, დოკ ფილმებს

ვკლავ – ბაქტერიებს; :))

ვაფუჭებ – მხოლოდ მატერიალურს;

ვცხოვრობ – ლაღად, ენერგიულად;

ვცემ – ბოლთას, როცა ტელეფონზე ვსაუბრობ;  🙂

ვყვირი – უკიდურეს შემთხვევაში შეურაცხყოფაზე;

ვმღერი – ბანს, ხანდახან კარაოკეში;

ვასრულებ – როლებს თეატრში;

დავდივარ – კინოში, სპაში, კონცერტებზე;

ვმკურნალობ – ხერხემალზე;

ვერიდები – ენერგოვამპირებს, უსაქმურებს, მკითხავებს;

ვთამაშობ – აზარტულ თამაშებს;

ვიტყუები – მაშინ, როცა სხვა გამოსავალი არ არის;

ვეთაყვანები – გენიოსებს;

ვგიჟდები – სექსზე;

მიყვარს – სითბო და ვარ თბილი;

ვოცნებობ – ქვეყნის გაერთიანებაზე;

ვფიქრობ – დღის ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანზე;

მძულს – უნიჭოობის ზეიმი;

ვნანობ – დაკარგულ დროზე;

კმაყოფილი ვარ – როდესაც ჩემით ვაკეთებ ყველაფერს;

მენატრება – ვინც მიყვარს;

მსურს – ვიყო მეტად თავისუფალი;

ვაგროვებ – ძველ ჩიბუხებს;

ვიხდი – უფასო არაფერი არ არის, ყველაფერში უნდა გადაიხადო;

ვეჭვიანობ – როცა მაქვს საბაბი;

ვკაიფობ” – ტიპაჟებზე;

ვიზიდავ – გიჟებს და მათ, ვისაც სჭირდება გვერდით მდგომი;

ვალამაზებ – ურთიერთობებს.

გამოყენებულია ირაკლი ჩარკვიანის ბლიც-ინტერვიუს კითხვები

ავტორი:

ბოლო სიახლეები