მიხეილ სარჯველაძე ლაზარე გრიგორიადისზე: შემიძლია ერთმნიშვნელოვნად გამოვრიცხო, რომ არც გმირზე გვაქვს საუბარი და არც პოლიტპატიმარზე

არავითარი პოლიტიკური პატიმარი და არავითარი გმირი არ არის სახეზე, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„ის არის რეალურად, რაც ვნახეთ იმის ჩამდენი ადამიანი. ბრალეულია თუ არა და რა სასჯელი უნდა დაენიშნოს თუ არ უნდა დაენიშნოს ამას სასამართლო გაარკვევს, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გამოვრიცხო, რომ არც გმირზე გვაქვს საუბარი და არც პოლიტპატიმარზე“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

საქალაქო სასამართლომ 7-9 მარტის აქციასთან დაკავშირებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ასევე, ბრალდებულმა განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ბერა ივანიშვილის უფლებადამცველმა ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „TVპირველის“ წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი...

ბერა ივანიშვილი მის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე ითხოვს „ფორმულამ“ და „TV პირველმა“ უარყონ დეზინფორმაცია და სამართლებრივი გზით აგონ პასუხი გავრცელებულ ბრალდებებზე, რომელსაც რეალობასთან კავშირი არ...