რიმა ბერაძე ქეთევან გორჯესტანის მიერ ტრამპის კრიტიკაზე: მიმაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილი არის აგენტი და მისი შვილიც ზუსტად ამ გზას ადგას

სალომე ზურაბიშვილია და მისი ოჯახისაგან ჩვენ ასეთი კრიტიკა არ გვიკვირს, იმიტომ, რომ ისინი ბოლო პერიოდში მოწადინებული არიან, რომ ნებისმიერი ადამიანი გააკრიტიკონ საფუძვლის გარეშე, – თქვა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძემ. დეპუტატი გამოეხმაურა დონალდ ტრამპთან დაკავშირებით ქეთევან გორჯესტანის განცხადებას.

„ძალიან საინტერესოა, თუ რატომ დადგა დღის წესრიგში ბატონი ტრამპის გაკრიტიკება. მიმაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოში ჩამოსული ერთ-ერთი აგენტი და მისი შვილიც ზუსტად ამ გზას ადგას“, – აღნიშნა ბერაძემ.

სალომე ზურაბიშვილის შვილი, დონალდ ტრამპსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკას აკრიტიკებს. France24-ის ჟურნალისტმა, ქეთევან გორჯესტანმა ამერიკის „რესპუბლიკურ“ პარტიაში არსებულ შიდა დაპირისპირებასა და წინასაარჩევნო გამოწვევებზე ისაუბრა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სასამართლოს დამოუკიდებლობით და სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

მსოფლიო ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა, რომელიც მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მეთოდოლოგიით გადამუშავდა, ქმნის გლობალურ რეიტინგს მმართველობის ეფექტურობის, კორუფციის...