1 თებერვალი, კვირა, 2026
1 თებერვალი, კვირა, 2026

დავით ქართველიშვილი On.ge – ზე: ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ონლაინ მედია, ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე არიან “ვებ – გვერდიანი NGO – ები” და ზუსტად იგივე მავნებლურ როლს ასრულებენ ქვეყნისთვის

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ბიძინა ლებანიძის, განცხადებას, რომელიც მან ონლაინ-მედია on.ge-სთან საუბრისას გააკეთა. ლებანიძის თქმით, „საქართველო ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკური ხედვისთვის უინტერესო ქვეყანაა.“

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ონლაინ მედია, ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე არიან “ვებ – გვერდიანი NGO – ები” და ზუსტად ეგრეა. მისივე თქმით, როგორც ყველა უცხოეთიდან დაფინანსებული NGO, ეს ეგრეთწოდებული ონლაინ მედიებიც ზუსტად იგივე მავნებლურ როლს ასრულებენ ქვეყნისთვის.

„ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ონლაინ მედია, ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე არიან “ვებ – გვერდიანი NGO – ები” და ზუსტად ეგრეა. როგორც ყველა უცხოეთიდან დაფინანსებული NGO, ეს ეგრეთწოდებული ონლაინ მედიებიც ზუსტად იგივე მავნებლურ როლს ასრულებენ ქვეყნისთვის. უფრო მეტიც, ხშირად უფრო მეტად მტრობენ ქვეყანას და სტატიის თუ რეპორტაჟის საფარ ქვეშ, სინამდვილეში გარედან წამოსული დაკვეთის შესაბამისად ყველანაირად ცდილობენ საქართველოს დისკრედიტაციას.“ – წერს ქართველიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები