ჯო ბაიდენი: ტრანსგენდერი ამერიკელები ჩვენი ერის სულს აყალიბებენ

ტრანსგენდერი ამერიკელები ჩვენი ერის სულს აყალიბებენ, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.

„ტრანსგენდერი ამერიკელები აყალიბებენ ჩვენი ერის სულს. ისინი ამაყად მსახურობენ შეიარაღებულ ძალებში, მკურნალობენ სასიკვდილო დაავადებებს, იკავებენ არჩეულ თანამდებობას, აქვთ წარმატებული ბიზნესი, იბრძვიან სამართლიანობისთვის, ზრდიან ოჯახებს და მრავალი სხვა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„დღეს, ძალიან ბევრ ტრანსგენდერ ამერიკელს ჯერ კიდევ უარს ეუბნებიან მათ უფლებებსა და თავისუფლებებში. შტატების დისკრიმინაციული კანონების ტალღა მიმართულია ტრანსგენდერ ახალგაზრდებზე, აშინებს ოჯახებს და ავნებს ბავშვებს, რომლებიც არავის ავნებენ“, – განაცხადა მან.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ბერა ივანიშვილის უფლებადამცველმა ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „TVპირველის“ წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი...

ბერა ივანიშვილი მის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე ითხოვს „ფორმულამ“ და „TV პირველმა“ უარყონ დეზინფორმაცია და სამართლებრივი გზით აგონ პასუხი გავრცელებულ ბრალდებებზე, რომელსაც რეალობასთან კავშირი არ...