ლიზა გეგეჭკორი „იუთუბერი“ კაკოს რუსეთში მოგზაურობაზე: ასეთი ხალხი რა ნამუსით უკითხავს საზოგადოებას მორალს? ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ე.წ. სთრიმერები იმიტომ თამაშობდნენ ლაივში აზარტულ თამაშებს, რომ კაზინოები უხდიდნენ ფულს და ბავშვების ამ ჯოჯოხეთში ჩათრევას ცდილობდნენ

აი, ასეთი ხალხი რა ნამუსით უკითხავს საზოგადოებას მორალს? – ამ სიტყვებით ჟურნალისტი ლიზა გეგჭკორი, ქართველი „იუთუბერის“, კაკოს, იგივე ნიკა კაკოიშვილის რუსეთში მოგზაურობის ფაქტს ეხმიანება.

გეგეჭკორის განცხადებით, „იუთუბერი“ კაკო არის სთრიმერი, რომელიც აზარტულ თამაშებს, კაზინოების დაფინანსებით, ლაივში იმიტომ თამაშობდა, რომ ამ ყველაფერში ბავშვებიც ჩაეთრია.

„ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ე.წ სთრიმერები იმიტომ თამაშობდნენ ლაივში აზარტულ თამაშებს, რომ კაზინოები უხდიდნენ ფულს, ამავდროულად მათივე ფულით თამაშობდნენ და ძირითადად ბავშვების ამ ჯოჯოხეთში ჩათრევას ცდილობდნენ, აბა ზრდასრულ და ჩამოყალიბებულ ადამიანს ამით ვერ აიყოლიებ, ხოდა დამდგარა ახლა ეს და რაღაცას მორალისტობს, წადი რა ბიძი, იიუთუბერე და იმოგზაურე, ან თუ გინდა სარს წამოეცვი, ოღონდ ისე, რომ იმ ტვირთის აზიდვა, რასაც ვერ აწევ, არც კი სცადო“,- წერს ლიზა გეგეჭკორი.

https://www.facebook.com/story.php?story_fbid=3015649538642062&id=100005911352602&rdid=RZRWtSSTRbv3TzD0#

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სასამართლოს დამოუკიდებლობით და სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

მსოფლიო ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა, რომელიც მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მეთოდოლოგიით გადამუშავდა, ქმნის გლობალურ რეიტინგს მმართველობის ეფექტურობის, კორუფციის...