ენდრიუ ჯუველი: საქართველოს მიერ ევროობლიგაციების წარმატებით გამოშვება ასახავს ქვეყნის სტაბილურ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, მათ შორის რეალური მშპ-ს ძლიერ ზრდას, დაბალ სახელმწიფო ვალს და რეკორდულად მაღალ საერთაშორისო რეზერვებს

საქართველოს მიერ ევროობლიგაციების წარმატებით გამოშვება ასახავს ქვეყნის სტაბილურ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, მათ შორის რეალური მშპ-ს ძლიერ ზრდას, შედარებით დაბალ სახელმწიფო ვალს და ეროვნული ბანკის რეკორდულად მაღალ საერთაშორისო რეზერვებს, – განაცხადა Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ენდრიუ ჯუველიმ.

ფინანსთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ წარმატებით განახორციელა 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების გამოშვება ლონდონის საფონდო ბირჟაზე – კუპონის განაკვეთი დაფიქსირდა 5.125% ოდენობით. მიმდინარე გამოშვებისას დაფიქსირებული კუპონი, ევროობლიგაციების ბაზრისთვის ყველაზე დაბალი განაკვეთია საქართველოს მსგავსი და ერთი საფეხურით მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე სუვერენული ევროობლიგაციებისთვის, ბოლო 4 წელიწადში

„ის ფაქტი, რომ ევროობლიგაციების გამოშვება 5.5-ჯერ გადამეტებული მოთხოვნით დასრულდა, მიუთითებს ინვესტორთა ძლიერ ინტერესსა და ნდობაზე საქართველოს ეკონომიკის მიმართ“, – აღნიშნა საქართველოში სსფ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა.

საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან მოთხოვნა ქართულ ფასიან ქაღალდებზე დაფიქსირდა რეკორდულად მაღალ – 2.8 მილიარდ დოლარამდე, რაც ბაზარზე შეთავაზებულ ოდენობას 5.5-ჯერ აღემატება. უშუალოდ ტრანზაქციაში, ჯამში, 100-ზე მეტმა საერთაშორისო ინვესტორმა მიიღო მონაწილეობა.

„ამ ფონზე ჩვენ არ ველოდით, რომ მთავრობას სირთულე შეექმნებოდა 2026 წლის აპრილში ვადის ამოწურვამდე არსებული ევროობლიგაციის რეფინანსირების პროცესში“, – აცხადებს საქართველოში სსფ-ს მუდმივი წარმომადგენელი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სასამართლოს დამოუკიდებლობით და სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

მსოფლიო ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა, რომელიც მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მეთოდოლოგიით გადამუშავდა, ქმნის გლობალურ რეიტინგს მმართველობის ეფექტურობის, კორუფციის...