ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი: პრეზიდენტ ზელენსკისგან მოვისმინე, რომ ისინი მომდევნო წელს ევროკავშირის წევრები უნდა გახდნენ. მაპატიეთ, მაგრამ მისთვის რამდენჯერმე მითქვამს: „ნუ გვიყენებ ულტიმატუმებს. ეს შენს ინტერესებში არ შედის“

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის, ქსავიე ბატელის განცხადებით, ის არაერთხელ შეხვედრია უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და მისთვის უთქვამს, რომ ულტიმატუმებით ნუ საუბრობს.

აღნიშნული განცხადება ბატელმა მას შემდეგ გააკეთა, რაც რამდენიმე დღის წინ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი 2027 წელს უნდა გახდეს.

„პრეზიდენტ ზელენსკისგან მოვისმინე, რომ ისინი მომდევნო წელს [ევროკავშირის] წევრები უნდა გახდნენ. მაპატიეთ, მაგრამ მისთვის რამდენჯერმე მითქვამს: „ნუ გვიყენებ ულტიმატუმებს. ეს შენს ინტერესებში არ შედის“, – თქვა ბეტელმა.

მისი თქმით, არსებობს წესები, კრიტერიუმები, რომლის შესრულებაც საჭიროა. „ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ კრიტერიუმები სავალდებულოა ერთი ქვეყნისთვის, ხოლო მეორისთვის – არა“, – დასძინა მან.

ლუქსემბურგის პირველი დიპლომატის განცხადებით, არსებობს ევროპის პოლიტიკური გაერთიანება. ამ ალიანსის გაძლიერება შესაძლებელია ეკონომიკური ინტეგრაციით, ერთიანი როუმინგით და ასე შემდეგ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სასამართლოს დამოუკიდებლობით და სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

მსოფლიო ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა, რომელიც მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მეთოდოლოგიით გადამუშავდა, ქმნის გლობალურ რეიტინგს მმართველობის ეფექტურობის, კორუფციის...