უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას უნგრეთში მხარდაჭერის მოპოვების შანსი არ აქვს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
მისი თქმით, რომ უნგრეთის ამჟამინდელი მთავრობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას.
„ვფიქრობ, რომ მომდევნო 100 წლის განმავლობაში უნგრეთში არ იქნება პარლამენტი, რომელიც უკრაინელების ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს“, – აღნიშნა ორბანმა.
მისი მტკიცებით, კიევი უნგრეთის მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის ცდილობს, რათა ამჟამინდელი მთავრობა უკრაინისთვის უფრო ხელსაყრელით ჩანაცვლდეს. ამით აღფრთოვანებული არ ვარ და ვებრძვით ამას“, – აღნიშნა ორბანმა.









