22 იანვარი, ხუთშაბათი, 2026
22 იანვარი, ხუთშაბათი, 2026

სუს-ი სხვადასხვა კომპანიაში მიმდინარე საგამოძიებო ქმედებებზე: გამოძიების ინტერესის საგანია ფასთა წარმოქმნის პროცესი, რისი შესწავლის მიზნითაც ხდება დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის სასამართლოს განჩინებებით გამოთხოვა სხვადასხვა კომპანიიდან

გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუს-ი საგამოძიებო ქმედებებს სხვადასხვა კომპანიაში ატარებს.

„ნიუსჰაბი” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, სადაც კითხვაზე, ფასთა წარმოქმნის პროცესის გარდა, სხვა საკითხებს შეისწავლიან თუ არა, გვპასუხობენ, რომ ამ შემთხვევაში, სხვა ფინანსური საკითხებით არ ინტერესდებიან.

„გამოძიების ინტერესის საგანია ფასთა წარმოქმნის პროცესი, რისი შესწავლის მიზნითაც ხდება დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის სასამართლოს განჩინებებით გამოთხოვა სხვადასხვა კომპანიიდან. სხვა ფინანსური საკითხებით ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვინტერესდებით, რადგან ეს არ წარმოადგენს მიმდინარე გამოძიების კვლევის საგანს“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები