21 იანვარი, ოთხშაბათი, 2026
21 იანვარი, ოთხშაბათი, 2026

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ (DTRA) შსს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ტრიაჟის ლაბორატორია გადასცა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს, 733.490 დოლარის ღირებულების ტრიაჟის ლაბორატორია გადასცა. აღნიშნული ლაბორატორიის გადაცემა, უწყებებს შორის ბოლო 2 წლის განმავლობაში მიმდინარე პროექტის ფარგლებში განხორციელდა, – ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა თადუმაძემ და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, თენგიზ სისაურმა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისა და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართეს.

„ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს გაწეული მხარდაჭერისთვის. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ახალი ლაბორატორია მნიშვნელოვნად გააძლიერებს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის შესაძლებლობებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხეების შემცირების სააგენტოსთან აქტიურად თანამშრომლობს. აღნიშნული სააგენტოს მხარდაჭერით, წლების განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით არაერთი პროექტი განხორციელდა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები