თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი დაახლოებით, ნახევარ საათს გაგრძელდა.
პროცესზე ღარიბაშვილი უფლებადამცველთან ერთად გამოცხადდა. ბრალის აღიარების შემდეგ იგი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.
ღარიბაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.
ადვოკატის მიხეილ შაყულაშვილის განცხადებით, საქმე არ ეხება სამოხელეო დანაშაულს. მისივე თქმით, ბრალდება ყოფილ პრემიერ-მინისტრს უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავება, კერძოდ, ღვინის ინდუსტრიიდან მიღებულ ფინანსებს. შაყულაშვილის განმარტებით, ღარიბაშვილს აღნიშნული ბიზნესი რეგისტრირებული არ ჰქონდა და არც ის დიდი ოდენობით თანხები ჰქონდა დეკლარირებული, რასაც შემოსავლის სახით ამ ბიზნესიდან იღებდა.
საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თ/აღკვეთა და 1 მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმა განესაზღვრა.









