4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

“რასაც რამიშვილი აკეთებს,”ქალების სექსუალურად შევიწროვება სამსახურში”, ამას ყველა კაცი აკეთებს საქართველოში, ვისაც პატარა ფული, ბიზნესი ან თანამდებობა აქვს”- მაკა მინდიაშვილი

“რასაც რამიშვილი აკეთებს,”ქალების სექსუალურად შევიწროვება სამსახურში”, ამას ყველა კაცი აკეთებს საქართველოში, ვისაც პატარა ფული, ბიზნესი ან თანამდებობა აქვს” – წერს ომბუდსმენობის ყოფილი კანდიდატი, მაკა მინდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

“ყოჩაღ, ტაში, ჩვენც რაღაც გვისწავლია, თუ როგორ უნდა ხალხის გაშვება! უკვე მივხვდით, რომ ქართველი ხალხი მხოლოდ ცოცხზე და სხვის საწოლზე იღზნება?!

არადა რამიშვილს კი არ ვიცავ, მაგრამ რასაც რამიშვილი აკეთებს, “ქალების სექსუალურად შევიწროვება სამსახურში”, ამას ყველა კაცი აკეთებს საქართველოში, ვისაც პატარა ფული, ბიზნესი ან თანამდებობა აქვს. მიშას ქალებისადმი სურვილზე ხომ გიჟდებოდი ერო!

მაგარი სასაცილოა! ყველას გვშურს სხვისი სიამოვნება! ოღონდ თავს კარგად ნუ იგრძნობს ადამიანი ამ დაწყებულ ქვეყანაში და ნასკებიდანაც კი ამოვხტებით! ყველაზე გარყვნილი აზრი კი საზოგადოებრივი აზრია, ხომ გაგიგონიათ?! ასეცაა. მე ერთადერთი რაც ჭკუიდან მშლის ეს არის პედოფილია, შეურაცყოფა, უპატივცემულობა, უზრდელობა და ქალის ცემა!

ერთი კითხვა მაქვს იმ კაცებთან, ვინც ახლა ოპოზიციაში ხართ: ხელისუფლებაში რომ მოხვალთ, ან ბიზნესმენი რომ გახდებით, ან სადმე კომპანიაში დაიწყებთ მუშაობას და ათასობით ხელფასი გექნებათ, თქვენ ქალებს აღარ მიწერთ ლამაზ სიტყვებს, რომ ქალი შეაბათ?! ცოლიანი კაცები კი უფრო კარგად გაწვრთნილები ხართ!

საბოლოო ჯამში აქედან დასკვნა: ქართველმა ქალებმა ვერ აღზარდეს ქართველი მამაკაცები. რადგან შვილებს ის ასწავლეთ, როგორც თქვენ ცხოვრობდით მორჩილებაში და მამაკაცს ოჯახში ყველაფრის უფლება ჰქონდა, ითმენდით ქმრისგან ცემა-ტყეპას და შეურაცყოფას ოჯახის მთლიანობის სახელით! ხოდა აი ეს არასრულფასოვანი კაცები მივიღეთ, რომლებიც დღეს არაფრად ვარგიან, არც შვილად, არც მამად, არც ქმრად, არც საყვარლად, არც მეგობრად, საერთოდ არაფრად! ესენი ერთ ქარხანაში უნდა შეყარო, თავისი რამიშვილიანად, და რკინის კონსტრუქციებს აჭიდაო, ენერგიის გამოცლამდე ამუშაო, ისე რომ ქალის თავიც აღარ ჰქონდეთ, სხვაგვარად ქვეყანა მასეთი შლეგიანებისგან სარგებელს ვერ მიიღებს!

რა გჭირთ ხალხო?! რა ამოგდებულები დარბიხართ! სახლში ცოლი და გარეთ ერთი კინკილა საყვარელი ვერ გაკმაყოფილებთ?! ბეეევრი გინდათ?! ხოდა კი იღებთ ხოლმე იმას, ვისი და რისი ღირსებიც ხართ! არავის არაფერი დააბრალოთ, ყველაფერი თქვენი სისუსტის ბრალია!” – წერს მინდიაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები