აშშ-ის ახალი დოქტრინა, უსაფრთხოების ახალი დოკუმენტი არის ცივი წყალი ბრიუსელში ჩაბუდებული ბიუროკრატებისთვის, – წერს “ფაქტმონიტორის” ანალიტიკოსი, ვახტანგ თოფურია, X-ზე.
მისი განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაცია ევროპელ ბიუროკრატებს სიმართლეს ეუბნება, თუმცა, ისინი კვლავ სირაქლემას პოზიციას ირჩევენ.
“აშშ-ის ახალი დოქტრინა, უსაფრთხოების ახალი დოკუმენტი არის ცივი წყალი ბრიუსელში ჩაბუდებული ბიუროკრატებისთვის. მათ არ სურდათ სიმართლისათვის თვალის გასწორება – ჩაფლულნი იყვნენ კორუფციაში და უკრაინელებს რუსეთთან ომისკენ უბიძგეს.
ახლა, როცა ტრამპის ადმინისტრაცია მათ სიმართლეს ეუბნება – ისევ სირაქლემას პოზიციას ირჩევენ. ერთი რამ ცხადია – თუ ასე გააგრძელებს, ევროკავშირი ამ ფორმით აღარ იარსებებს!” – წერს ვახტანგ თოფურია.
https://x.com/vatopuria/status/1996996144359264472?s=46









