„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მიმართ ევრობიუროკრატების მხრიდან გამოთქმულ მუქარებს შედეგი არ მოჰყვება. როგორც მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამის მიზეზია საქართველოს სახელმწიფოს და ხელისუფლების სიმტკიცე არ წავიდეს ევრობიუროკრატებთან ისეთ დათმობაზე, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ იქნება მიმართული.
დეპუტატის თქმით, აშკარაა, რომ ქვეყნის წინააღმდეგ ევრობიუროკრატების მიერ გადადგმული ნაბიჯები, საქართველოში საპროტესტო მუხტის ასაწევადაა გამიზნული.
„ევრობიუროკრატიაშიც მიხვდნენ იმას, რომ ასეთ ცარიელ მუქარებს არც საქართველის ხელისუფლების და არც ქართული საზოგადოების მისამართით აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ დაინახეს – ჩვენ ქვეყნის წინააღმდეგ არ ვართ წამსვლელები, იქნება ეს სანქციების დაწესება, თუ რაიმე ტიპის სხვა ნეგატივის ამოქმედება საქართველოს მისამართით. ამიტომ, ეს სქემები იქნება ვიზალიბერალიზაციის შეჩერება თუ მისი გაუქმების მუქარები, სწორედ ამას ემსახურება, რომ როგორმე აქ მუხტი აწიონ. რაც მთავარია, მათ სურთ საზოგადოება გააღიზიანონ. ეს მათ პირდაპირ აღიარეს ნაციონალური მოძრაობის ბრიფინგზე, როცა თქვეს, რომ სურდათ ბრიუსელისთვის მიეწოდებინათ ისეთი თემები, რომლებიც ისე დააზიანებდა ქართულ საზოგადოებას, რომ ხალხი გამოვიდოდა ქუჩაში.
BBC-ის ამ დეზინფორმაციით, უკვე პრაქტიკულად ფარდა ჩამოხსნა თავისივე წყაროს საჯარო განცხადებებმა. ესაა BBC- წყარო, რომელმაც თქვა, რომ არაფერი იცის,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.









