ლადო სადღობელაშვილი: ვინც 9 აპრილს მოესწრო, ალბათ გახსოვთ თბილისის გადაჭედილი საავადმყოფოები “ჩერიომუხით” დაწამლული ჩვენი თანამოქალაქეებით – ანალოგიურ ფაქტს ადგილი არ ჰქონია შარშანდელი აქციების დროს, BBC-ის რესპოდენტები ტყუიან!

ვინც 9 აპრილს მოესწრო ალბათ გახსოვთ თბილისის გადაჭედილი საავადმყოფოები “ჩერიომუხით” (მომწამლელი გაზით) დაწამლული ჩვენი თანამოქალაქეებით! მაშინ 4000-მდე დაწამლული პაციენტი მიიღო თბილისის სავადმყოფოებმა,- ამის შესახებ ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი წერს სოციალურ ქსელში, რითაც ის BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება.

სადღობელაშვილის განცხადებით, 9 აპრილის მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია შარშანდელი აქციების დროს, რამდენადაც მომიტინგეებმა წყალბადის ზეჟანგი დაისხეს, გაითეთრეს სახე და დადგეს სპექტაკლი.

„ვინც 9 აპრილს მოესწრო ალბათ გახსოვთ თბილისის გადაჭედილი საავადმყოფოები “ჩერიომუხით” (მომწამლელი გაზით) დაწამლული ჩვენი თანამოქალაქეებით! მაშინ 4000-მდე დაწამლული პაციენტი მიიღო თბილისის სავადმყოფოებმა! ეგ კი არა მეორე-მესამე დღეს პარლამენტთან მიტანილ ყვავილებზე დალექილი ეგ ნივთიერებაც გემახსოვრებათ, თვალსაჩინო იყო… რუსთაველს სახანძროები რომ რეცხავდნენ ეგეც გემახსოვრებათ …

ანალოგიურ ფაქტს ადგილი არ ჰქონია შარშანდელი აქციების დროს! BBC-ის რესპოდენტები ტყუიან! ხო და თქვენი ფანტაზიორი შუბა დავხიე მე!

Ps მომიტინგეებმა დაისხეს სახეზე წყალბადის ზეჟანგი, დეზინფექციის მიზნით, გაითეთრეს სახე და დადგეს სპექტაკლი!“- წერს ლადო სადღობელაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...