ტოქსიკოლოგი თეიმურაზ კობიძე: BBC-ის გამოუკითხავს ექიმები, მაგრამ ტოქსიკოლოგებისთვის არავის არაფერი უკითხავს. მოწამლული ადამიანი მიდის საავადმყოფოში – ცრემლმდენი, გამაღიზიანებელი აირის მოწამვლის გამო კი, საქართველოში არცერთი პაციენტი არ მისულა სტაციონარში

„საქართველოში გამოიყენეს ქიმიური იარაღი“ – სად ჩანს, რომელ კვლევაში?! BBC-ის გამოუკითხავს ექიმები, ბოდიში, მაგრამ ტოქსიკოლოგებისთვის არავის არაფერი უკითხავს, – ამის შესახებ ტოქსიკოლოგმა, თეიმურაზ კობიძემ განაცხადა ჟურნალისტებთან საურისას.

ტოქსიკოლოგის განცხადებით, ცრემლმდენი არის მოწამვლის ჩივილებით არცერთი ადამიანი სტაციონარში არ მისულა.

„ჩატარდა რაღაც გამოკვლევა გაურკვეველ ხალხში, იმიტომ რომ ზოგან ნაჩვენებია, რომ 69 ადამიანი იყო, მერე აღმოჩნდა რომ ეს იყო 300 ადამიანი. ჩატარდა კვლევა, სადაც სუბიექტური ხალხის ჩივილები არის აღწერილი და აქედან გამომდინარეობს სტატია. „საქართველოში გამოიყენეს ქიმიური იარაღი“ – სად ჩანს, რომელ კვლევაში?! BBC-ის გამოუკითხავს ექიმები, ბოდიში, მაგრამ ტოქსიკოლოგებისთვის არავის არაფერი უკითხავს. მოწამლული ადამიანი მირბის საავადმყოფოში და მიდის ექიმებთან, როგორც ცნობილია. ცრემლმდენი, გამაღიზიანებელი აირის მოწამვლის გამო საქართველოში არცერთი ადამიანი სტაციონარში არ არის მოსული“,- განაცხადა თეიმურაზ კობიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...