3 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2025
3 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2025

დავით ქართველიშვილი: „ევროკავშირში ვითარდება საოჯახო დრამა – “ავი დედამთილი” ურსულა ფონ დერ ლაიენია, “ამბიციური რძალი” – კაია კალასი, “უხერხემლო მამამთილი” – ანტონიუ კოშტა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი გამოცემა Politico-ს სტატიას, ევროკავშირში კორუფციული სკანდალის შესახებ სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ევროკავშირში ვითარდება საოჯახო დრამა, კლასიკური სიუჟეტით.

„ევროკავშირში ვითარდება საოჯახო დრამა, კლასიკური სიუჟეტით, სადაც “ავი დედამთილი” ურსულა ფონ დერ ლაიენია, ხოლო “ამბიციური რძალი” – კაია კალასი. მათ დაპირისპირებას (“ორი ქალი კუხნაში”) კი უშედეგოდ ეწინააღმდეგება და მათ დაშოშმინებას ცდილობს “უხერხემლო მამამთილი” – ანტონიუ კოშტა. ხო… ამ “ოჯახში” შვილს და ქმარს ნუ ეძებთ, ის დიდი ხანია სხვა მამაკაცთან ცხოვრობს.
გამოცემა Politico-ს ცნობით, ევროკავშირში კორუფციული სკანდალი, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროკავშირის მთავარ დიპლომატ კაია კალასს შორის დაპირისპირებას კიდევ უფრო გაამწვავებს. Politico-ს ინფორმაციით, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და კაია კალასს შორის “ქალური” კონფლიქტი, ევროკავშირის ხელმძღვანელობაში ყოფილი თანამდებობის პირების დაპატიმრებამ გამოიწვია.
გამოცემა ევროპელი ოფიციალური პირების განცხადებებს ციტირებს, რომლებიც მიუთითებენ, რომ ფონ დერ ლაიენის ოპონენტებს შეუძლიათ სკანდალი გამოიყენონ მასზე ზეწოლის გასაძლიერებლად, დაველოდოთ…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

The Telegraph: რუსეთი იგებს ომს...